მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა კი ცდილობს ეს ამბავი მიიწეროს

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა კი ცდილობს ეს ამბავი მიიწეროს

ადამიანს, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს ეს ამბავი მიიწეროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.

„ქალბატონმა სალომემ არათუ არ თქვა რაც იყო სიმართლე, პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით სტატუსს და არც წელს ვიმსახურებთ. უფრო მეტი ბოროტება ქვეყნის წინაშე ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს მთავარ თემას ასე დაარტყა. უფრო მეტი რით შეიძლება დააზიანო საკუთარი ქვეყანა?“, - აღნიშნა მდინარაძემ.