ცნობილი ქვედაკაბა, რომელსაც სარა ჯესიკა პარკერის გმირი სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ ატარებდა, აუქციონზე Julien's გაიყიდება.
ორგანიზატორები ლოტს 12 000 დოლარად აფასებენ. სამიარუსიანი ტიულის ქვედაკაბა ატლასის ქამრით თავდაპირველად სულ რაღაც 5 დოლარი ღირდა. დიზაინერმა პატრია ფილდმა, რომელიც სერიალის გმირების კოსტიუმებზე მუშაობდა, ის შემთხვეით იპოვა, ნიუ-იურკის ერთ-ერთ მაღაზიაში. სწორედ ეს ქვედაკაბა აცვია სერიალის მთავარ გმირს - კერი ბრედშოუს ტიტრებში.
აუქციონი 11 იანვარს გაიმართება, მასზე ასევე წარმოდგენილი იქნება პრინცესა დიანას, შერის, ოდრი ჰეპბერნის, უიტნი ჰიუსტონის, კიმ კარდაშიანის და სხვა ცნობილი ადამიანების ნივთები.