Airbnb-ზე გამოქვეყნდა განცხადება სანტა-კლაუსის ქოხის უფასო გაქირავებაზე, რომელიც ფინურ ლაპლანდიაში მდებარეობს.
განცხადება სანტას მთავარი ელფის სახელით არის დაწერილი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დაეხმარონ მას სანტას წერილებს დახარისხებაში. სტუმრები სანტა-კლაუსის მთავარი საფოსტო განყოფილების გვერდით იცხოვრებენ.
„ეს წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროა და დასასვენებლად სანტა-კლაუსის საფოსტო განყოფილებაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ყოველწლიურად 30 ათასზე მეტ წერილს ვიღებთ ბავშვებისგან და სრულწლოვნებისგან. ჩვენთვის, ელფებისთვის, ეს ყველაზე დატვირთული დროა, ამიტომ გეპატიჟებით - სახელოები აიწიეთ და დაგვეხმარეთ ამ წერილების წაკითხვაში“, - წერს ელფი.
სტუმრებს ასევე სთავაზობენ ექსკურსიას, თოვლმავლებით გასეირნებას, ჩრდილოეთის ციალის ნახვას და ფინური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას.
სანტას ქოხი 2 ბავშვსა და 2 ზრდასრულზეა გათვლილი. მისი დაქირავება კი მხოლოდ 18-21 დეკემბერს შეიძლება.