Netflix-მა რეალითი შოუ „კალმარის თამაში: გამოწვევა“ მეორე სეზონზე გაახანგრძლივა. ანონსი სტრიმინგ-სერვისმა YouTube-ზე გამოაქვეყნა.
ვიდეორგოლში წარმოდგენილები არიან შოუს პირველი სეზონის მონაწილეები და თამაშში მონაწილეობაზე მეოცნებე მომხმარებლების შეტყობინებები. ახალი სეზონის მონაწილეების შერჩევა უკვე დაწყებულია.
თამაში ცნობილ სამხრეთკორეულ სერიალზე „კალმარის თამაში“ არის დაფუძნებული. მისი პრემიერა ნოემბერში შედგა. მთავარი პრიზის - 4,56 მილიონი დოლარისთვის 456 მონაწილე იბრძოდა, გამარჯვებული კი 55 წლის მეი ვილანი გახდა.