წელისა და ზურგის ფართოდ გავრცელებული პრობლემები ყველასთვის ნაცნობია და მას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ეს შეიძლება სპორტულ აქტივობას, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, მჯდომარე ცხოვრების წესსა ან უმოძრაობას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, არსებობს წელისა და ზურგის ფართოდ გავრცელებული პრობლემები და დაავადებები, როგორიცაა:
- სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება, ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის - შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.
- კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
- ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრადი ზრდის შედეგად.
ისევე როგორც ეს დაავადებები, უმოძრაო ცხოვრების წესიც მუდმივად იწვევს დისკომფორტს და ზურგის ტკივილს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უარყოფითად აისახება.
როგორ ავირიდოთ წელისა და ზურგის ტკივილი თავიდან?
წელისა და ზურგის ტკივილის პრევენციის მიზნით, საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენ ენერგიას, ასევე, აგარიდებთ სხვა დაავადებების წარმოქმნას. ტკივილის შემსუბუქებას, ვარჯიშებთან ერთად, ხელს უწყობს წელის ქამრების გამოყენება, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.