IMDb-მ 2023 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

IMDb-მ 2023 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

ვებგვერდმა IMDb-მ 2023 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინა. პლატფორმამ რეიტინგი შოუებისა თუ ფილმების მნახველთა რაოდენობას მიხედვით შეადგინა.

წლის საუკეთესო ფილმის სიაში გამარჯვებული „ოპენჰაიმერი“ გახდა. მეორე ადგილზეა „ბარბი“, მესამეზე კი - გალაქტიკის მცველები, ნაწილი მე-3. ათეულში ასევე მოხვდნენ: „პატარა ქალთევზა“, „ჯონ უიკი 4“, „სუპერ მარიო ძმების ფილმი“, „ხუთი ღამე ფრედისთან, „სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა“, „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“ და „ფლეში“.

2023 წლის საუკეთესო სერიალად „უკანასკნელი ჩვენგანი“ დასახელდა. მეორე ადგილზეა „ვარსკვლავური ომები: ასოკა“ , მესამეზე კი „მემკვიდრეობა“. ათეულში ასევე მოხვდნენ: „შავი სარკე“, „ვარსკვლავური ომები: მანდალორელი“, „ ვან პისი“, „აშერების სახლის დაცემა“, „ტედ ლასო“, „დათვი“ და „თაობა ვი“.