The Wall Street Journal-ის გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

The Wall Street Journal-ის გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის პოლიტიკური რეიტინგი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“, რესპონდენტთა 37%-მა დონალდ ტრამპი, 31%-მა კი ჯო ბაიდენი დაასახელა. ორ კანდიდატს შორის არჩევის შემთხვევაში „რესპუბლიკელების“ ტრამპი 47%-ს, ბაიდენი კი 43%-ს აგროვებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 23% ამბობს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა პირადად მათზე დადებითად აისახა, 53% კი აცხადებს, რომ ბაიდენის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ისინი დააზარალა. შედარებისთვის, გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის მიერ გატარებული პოლიტიკა პირადად მათზე დადებითად აისახა, ნეგატიურად კი პრეზიდენტის თანამდებობაზე ტრამპის საქმიანობა გამოკითხულთა 37%-ზე აისახა.

გამოკითხვის ფარგლებში The Wall Street Journal-მა 29 ნოემბერსა და 4 დეკემბერს შორის პერიოდში 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2,5%-ს შეადგენს.