17 წლის ითან კრამბლის, რომელმაც 2021 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში 4 მოსწავლე მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ითან კრამბლიმ, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში 15 წლის იყო, ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ითან კრამბლის შეწყალების მოთხოვნის უფლება არ ექნება.
2021 წლის ნოემბერში ითან კრამბლიმ 4 ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა - შემთხვევამ მთელი ოქსფორდი შეძრა, რომელშიც მხოლოდ 22 000 ადამიანი ცხოვრობს.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ ბრალი კრამბლის მშობლებსაც. მათ საქმეს სასამართლო 2024 წელს განიხილავს.