ჯონ კირბი: თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს და პუტინი უკრაინას დაეუფლება, ამერიკელებს საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით მოუწევთ

ჯონ კირბი: თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს და პუტინი უკრაინას დაეუფლება, ამერიკელებს საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით მოუწევთ

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს და პუტინი უკრაინას დაეუფლება, ამერიკელებს ამის საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით მოუწევთ.

„თუ ჩვენ უკრაინას ზურგს შევაქცევთ, ეს პუტინისთვის დიდი საჩუქარი იქნება. მას ამის იმედი აქვს. მას მოვლენების ამგვარი განვითარების იმედი ომის დაწყებისთანავე ჰქონდა, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი შეძლებდა ერთიანობის შენარჩუნებას. არ სჯეროდა, რომ ნატო შეძლებდა, დარჩენილიყო ერთიანი. არ სჯეროდა, რომ აშშ შეძლებდა გაძლებას… თუკი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება გადარდებთ, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უკრაინის დახმარება არის ჩვენი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი და ევროპაში ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. თუ პუტინი უკრაინას დაეუფლება, ის პირდაპირ ნატოს კარის ზღურბლზე აღმოჩნდება. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ახლა ძვირი ჯდება, იფიქრეთ, რამდენად ძვირი დაუჯდება ის ეროვნულ ხაზინას და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასად დაჯდება, თუკი ჩვენ ნატოს წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად მოქმედების დაწყება მოგვიწევს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.