შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ დავით სუჯაშვილსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩ ივან იესტრჟაბს შორის შეხვედრა გაიმართა

შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ დავით სუჯაშვილსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩ ივან იესტრჟაბს შორის შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ივან იესტრჟაბს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხი და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ იესტრჟაბს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.