პერუს ექსპრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა

პერუს ექსპრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ციხესთან 85 წლის ფუხიმორის ასობით მხარდამჭერი დახვდა. პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ აღადგინა შეწყალება, რომელიც 6 წლის წინ პრეზიდენტმა პაბლო კუჩინსკის გამოსცა.

ფუხიმორის 2009 წელს კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მხარდამჭერების თქმით, ალბერტო ფუხიმორიმ პერუ ტერორიზმისა და ეკონომიკური კოლაფსისგან დაიცვა.

კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ფუხიმორი იყო ავტორიტარული მმართველი, რომელმაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად პერუს დემოკრატიული ინსტიტუტები გაანადგურა. მისი 10-წლიანი მმართველობის დროს პერუში ორი ამბოხება მოხდა, რომელთა ჩახშობის დროსაც 69 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.