ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.
"იმედი მაქვს, ყველამ კარგად გაიაზრა ის, რაც დღეს კონგრესში ხდება. ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის", - დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა Facebook-ის გვერდზე.