ქარდი ბი და მისი ქმარი ოფსეტი სავარაუდოდ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
6-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილმა ერთმანეთს Instagram-ზე გამოწერა გაუუქმა. გარდა ამისა 31 წლის რეპერმა, ქარდიმ instagram სთორი გამოაქვეყნა: „ის მომენტი, როცა ურთიერთობის მიღმა იზრდები. დავიღალე სხვების გრძნობების დაცვით... საკუთარი თავი წინ უნდა დავაყენო“, - წერია პოსტში.
ოფსეტისა და ქარდის 6-წლიან ქორწინებაში ბევრჯერ გავრცელდა ხმა ოფსეტის ღალატის შესახებ. ასევე, ივნისში ქარდი ბიმ X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ოფსეტი მას ღალატში სდებდა ბრალს.
მიუხედავად ყველაფრისა, ერთი შეხედვით წყვილმა დრამა უკან მოიტოვა და აგვისტოში ერთად ახალი სიმღერა, სახელწოდებით „ეჭვიანობა“ გამოაქვეყნა. რეპერმა ოფსეტმა აღიარა, რომ ქარდის ღალატის შესახებ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო.
რეპერების წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.