ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Page six ავრცელებს.
მომღერალთან დაახლოებული წყაროს თქმით, ბრიტნის დედა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ბრიტნის ცხოვრება დაბრუნდეს.
„დედამისს ბრიტნი ძალიან უყვარს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ურთიერთობის გაფუჭებაზე ბრალს ლინი თავის თავზე იღებს“, - აღნიშნა წყარომ.
მიუხედავად მცდელობებისა ბრიტნი ამ დრომდე თვლის, რომ დედამისს მის დასახმარებლად ამ 13 წლის განმავლობაში ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო.
მიუხედავად ამისა, ბრიტნისა და ლინს შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე საკმაოდ დამთბარია. ბრიტნის უფროსმა ძმამ, ბრაიან სპირსმა მომღერალს დაბადების დღე დედასთან გადაღებული ფოტოთი მიულოცა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, თუ როგორ ატარებს დროს ბრიტნი ოჯახთან ერთად.