აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიაში კიდევ 13 ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა. იმ პირებს შორის, ვისაც შეზღუდვები დაუწესდა, ბელარუსული წითელი ჯვრის გენერალური მდივანი, დმიტრი შევცოვიც მოხდა.