სერიალ Supernatural-ის მსახიობმა, მარკ შეპარდმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში გულის შეტევა ექვსჯერ გადაიტანა. შეპარდი, რომელიც პოპულარულ შოუში ქროულის როლს თამაშობდა, აღნიშნავს, რომ მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. ამის შესახებ ის ინსტაგრამზე ყვება.
"გუშინ სამზარეულოში ვიყავი, როდესაც შეტევა დამეწყო. გულის შეტევა ექვსჯერ გადავიტანე და სიკვდილს ოთხჯერ გადამარჩინეს. რომ არა ჩემი ცოლი და საავადმყოფოს პერსონალი, ახლა ამ სიტყვებს ვერ დავწერდი. ჩემი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. თავს კარგად ვგრძნობ. ხვალ სახლში ვიქნები!" — წერს მსახიობი.
შეპარდს გულშემატკივრები სხვა ცნობილი სერიალებიდანაც იცნობენ, მათ შორის, Doctor Who-დან. კოლეგებმა, მაგალითად, Supernatural-ის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, მიშა კოლინზმა, მსახიობს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და იხუმრა კიდეც.
"მარკ, არაა საჭირო ყოველთვის ყველაფერში საუკეთესო იყო. ექვსი გულის შეტევა? ორით ან სამითაც გაგვაკვირვებდი. ახლა დროა გამოკეთდე და მალე დაგვიბრუნდე", — წერს კოლინზი.