მართვის მოწმობის აღების მსურველმა თეორიის გამოცდა მე-60 ჯერზე ჩააბარა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედიტჩში მოხდა.
ადამიანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თეორიის გამოცდის ჩაბარებას 60 საათი მოანდომა და ამისთვის 1 380 გირვანქა სტერლინგი დახარჯა.
BBC-ის ცნობით, ეს ეროვნული ანტირეკორდია: ქალაქ ჰალში თეორიის გამოცდის ჩაბარების 57 წარუმატებელი მცდელობის, ხოლო გილდფორდში - 55 წარუმატებელი მცდელობის შემთხვევები არის დაფიქსირებული.
თეორიული გამოცდა 50 კითხვისგან შედგება, რომელთაგან სულ მცირე 43-ს მართვის მოწმობის აღების მსურველმა სწორად უნდა უპასუხოს.