ქარდი ბის დებიუტი პოდიუმზე „ბალესიანგას“ ჩვენებაზე შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.
31 წლის რეპერი მოდის ჩვენებაზე პირველად ლოს-ანჯელესში, „ბალენსიაგას“ 2024 წლის ჩვენებაზე გამოჩნდა. მომღერალს ბეწვის ლურჯი ქურქი ეცვა, რომელიც მხრებზე ჰქონდა გადაგდებული. გამოსვლის დროს ქარდის ბრილიანტის ყელსაბამი და ბეჭედი ეკეთა.
„ბალენსიაგასთავის“ ეს შოუ პირველი იყო მას შემდეგ, რაც 2022 წელს ბრენდის გარშემო სკანდალი ატყდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის სკანდალმა ყველაზე დიდი მღელვარება სწორედ ამერიკაში გამოიწვია. ხალხი „ბალენსიაგას“ წინააღმდეგ აქციებს მართავდა. თუმცა, ბრენდმა თავისი საქმიანობა სწორედ ამერიკაში გამართული შოუთი განაახლა.