ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს

ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს.

"კონგრესის მოქმედების გარეშე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას წლის ბოლომდე ამოეწურება რესურსები, რათა უზრუნველყოს მეტი იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისათვის და მიაწოდოს იარაღი აშშ-ის სამხედრო მარაგიდან ჩვენი სამხედრო მზადყოფნისთვის ზიანის მიყენების გარეშე. რესურსებმა, რომლებიც კონგრესმა გამოყო უკრაინისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა საჭიროებისთვის, შეაჩერა რუსეთის წინსვლა უკრაინაში, დაეხმარა უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მიღწევაში, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტის დაბრუნებაში", - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

"თუ არ იქნება დაფინანსება უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისთვის, ჩვენ უბრალოდ ვერ გავაგრძელებთ იარაღის გადაცემას", - დასძინა ჯეიკ სალივანმა.