პარტიამ, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს, ჩაანაცვლოს ხელისუფლება, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები, ერთგული თანამებრძოლები, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, თავისთან აღარ დატოვა, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მარდატ ქამადაძემ განაცხადა.
მან პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის მესვეურები თითქოს, ერთობისკენ მოუწოდებენ მათ, თუმცა ყველამ დაინახა, თუ რას აკეთებენ ისინი პარტიისთვის.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.