პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ვერ ასწრებს შეიარაღების წარმოებას, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის გამო. Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია პენტაგონის ანგარიშში, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
დოკუმენტში, რომელზეც Politico-მ მოიპოვა წვდომა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო მრეწველობა სიმძლავრეების დეფიციტს განიციდს და თუ ასე გაგრძელდება, მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოებაში ჩინეთს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
ანგარიშის თანახმად, კორონოვირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ მიწოდების ჯაჭვები დაუცველია, ხოლო რუსეთის მიურ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამ გამოავლინა „ახალი სამრეწველო საჭიროებები და შესაბამისი რისკები“, რადგანაც აშშ ცდილობს, აწარმოოს იარაღი როგორც უკრაინისთვის, ისე ისრაელისთვის.
„ცხადი გახდა, რომ სამრეწველო სიმძლავრეები და მიწოდების შესაძლებლობები წარმოადგენს ღრმად გამჯდარ პრობლემას მიწოდების ჯაჭვების ნებისმიერ დონეზე“, – ნათქვამია პროექტში.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის სამრეწველო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ვაშინგტონისა და მისი ევროპელი და აზიელი მოკავშირეების ერთობლივი წარმოების მოცულობას. Politico წერს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, აშშ-ის თავდაცვის დეპრატემენტი პირობას დებს, უფრო მდგრადი და ინოვაციური მიწოდების ჯაჭვები განავითაროს, ასევე ინვესტიციები განახორციელოს მცირე ბიზნესში.