ბიჭებიც მომწონს და გოგოებიც, ვის რაში აინტერესებს? — ბილი აილიში დაქამინგაუთებაზე

ბიჭებიც მომწონს და გოგოებიც, ვის რაში აინტერესებს? — ბილი აილიში დაქამინგაუთებაზე

ბილი აილიშმა Variety-თან ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა, წითელ ხალიჩაზე ყოფნისას მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მომღერალს Variety-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, გამიზნული ჰქონდა თუ არა ინტერვიუში დაქამინგაუთება, ბილი აილიშმა კი უპასუხა, რომ ასე არ ყოფილა.

"ვფიქრობდი, რომ ეს ყოველთვის აშკარა იყო და არ მეგონა, თუ ხალხმა არ იცოდა. მაგრამ როცა ჩემი ინტერვიუ პირველად ვნახე, მაშინვე გავიფიქრე: "ოჰ, მგონი, დღეს დავქამინგაუთდი". ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან როგორც ვხვდები, ხალხმა არ იცოდა. ახლა კი ძალიან მაგარია, რომ იციან", — განაცხადა ბილი აილიშმა.

მომღერლის ეს კომენტარი მედიასა და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რაზეც პასუხადაც ბილი აილიშმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა:

"მადლობა Variety-ს ჩემი დაჯილდოებისთვის და ასევე იმისთვის, რომ დილის 11 საათზე წითელ ხალიჩაზე დამაქამინგაუთა იმ ყველაფერზე საუბრის ნაცვლად, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ბიჭებიც მომწონს და გოგოებიც, გთხოვთ, თავი დამანებეთ, ვის რაში აინტერესებს? მოუსმინეთ What Was I Made For-ს", — ვკითხულობთ ბილი აილიშის ინსტაგრამის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ Variety-თან ვრცელ ინტერვიუში ბილი აილიშმა სხვა ქალებთან ურთიერთობასა და თავის ცხოვრებაში ქალების როლზე ისაუბრა.

"ქალები პიროვნულად ძალიან მიყვარს და მიზიდავს კიდეც. მეგობარ და ოჯახის წევრ ქალებთან ძალიან ღრმა კავშირები მაქვს. ქალები ფიზიკურადაც მიზიდავს, მაგრამ მათი სილამაზე და მათთან სიახლოვე მაშინებს ", — ამბობს ბილი აილიში.

ბილი აილიში მაისში მუსიკოს ჯესი რეზერფორდს დაშორდა, რომელსაც 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა. სხვადასხვა გამოკითხვისას კი, მომღერალმა მისი ფავორიტი ცნობილი ვარსკვლავი ქალებიც დაასახელა. ინსტაგრამის ერთ-ერთ გამოკითხვაში ბილი აილიშმა განაცხადა, რომ მსახიობებს შორის ამჟამად Stranger Things-ის ვარსკვლავი მაია ჰოუკი მოსწონს. 2021 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში კი ბილი აილიშმა აღნიშნა, რომ Killing Eve-ის მსახიობი ჯუდი კომერი გამორჩეულად მოსწონდა.