გიორგი პატარაია: კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ და გადადგეს. იმედს ვიტოვებ, რომ ლევანი ხაბეიშვილი სკამს არ ჩაებღაუჭება

გიორგი პატარაია: კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ და გადადგეს. იმედს ვიტოვებ, რომ ლევანი ხაბეიშვილი სკამს არ ჩაებღაუჭება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა - ლევან ხაბეიშვილის გადადგომას უშედეგოდ ითხოვენ.

ნიკა მელიას გუნდს სურს, რომ პარტია დროებითმა საბჭომ მართოს, თუმცა ხაბეიშვილის თანამოაზრეები პოზიციას არ ცვლიან.

„ის კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ სამწუხაროდ, ჯერ არ აღმოფხვრილა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასხისმგებლობა აიღოს პარტიის თავმჯდომარემ, გადადგეს და ჩაინიშნოს ხელახალი პოლიტიკური საბჭოს არჩევნები. იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ლევანი არ ჩაებღაუჭება სკამს, რადგან ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ნეგატიურ დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმართ“, - განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, გიორგი პატარაიამ.