დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით შსს-ს წარმომადგენლები დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად ქარელისა და ხაშურის რაიონების ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელინ როექტების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.
დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მონახულება დასრულდა და მომავალი კვირიდან სამთვრობო კომისიის წევრები დასავლეთ საქართველოს რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს მოინახულებენ.