პერის ჰილტონმა ცოტა ხნის წინ ფანებს ახალი ტიკტოკი გაუზიარა. ვიდეოში პერისის 10 თვის შვილს, ფენიქსს, ვხედავთ, რომელიც იღიმის და დედას ყურადღებით უსმენს.
"იცი, როგორი საყვარელი ხარ? იცი, როგორი სიმპათიური ხარ? დიახ, იცი და ძალიან მიყვარხარ", — ეუბნება პერის ჰილტონი ფენიქსს ვიდეოში. ტიკტოკმა სულ მცირე დროში 2 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ პატარა ფენიქსი ცოტა ხნის წინ შეურაცხმყოფელი კომენტარების სამიზნე გახდა. 1 თვის წინ პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე ფენიქსის ფოტოები გამოაქვეყნა, სოციალური ქსელის მომხმარებლები კი კომენტარებში ბავშვის თავის ზომაზე უხეშად საუბრობდნენ. პერის ჰილტონმა შვილის შესახებ უხეშ კომენტარებს მაშინვე საკადრისად უპასუხა.
"როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, კომენტარებს თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ ასეთ კონტექსტში ჩემი ან სხვისი შვილის მიზანში ამოღება გაუმართლებელია. ასეთი კომენტარები იმაზე მეტად მტკენს გულს, ვიდრე სიტყვებით გადმოცემა შემიძლია. ძალიან ბევრს ვშრომობდი ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც მთავარი სიყვარული, პატივისცემა და მიმღებლობა იქნებოდა, სანაცვლოდ კი იმავეს ველი" — განაცხადა პერის ჰილტონმა.
ახლახან პერის ჰილტონი და მისი ქმარი, კარტერ რეუმი, მშობლები უკვე მეორედ გახდნენ. პერისს მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც ლონდონი დაარქვა. ერთ-ერთ ინტერვიუში პერისმა განაცხადა, რომ დედობაზე ყოველთვის ოცნებობდა და ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს. პერისი და კარტერი 2021 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ.