ბიონსეს ფილმის „Resaissansce-ის“ პრემიერა ლონდონში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
42 წლის ვარსკვლავი პრემიერაზე ვერცხლისფერი თმითა და შავი მოსაცმელით მივიდა.
პრემიერას ბიონსესთან ერთად, მისი 11 წლის შვილი ბლუ აივი ქართერიც ესწრებოდა, რომელსაც დედის მსგავსად შავი ფერის კაბა ეცვა.
„Resaissansce-ის“ კინო-თეატრების ეკრანებზე პირველად, დღეს, 1 დეკემბერს გამოჩნდება.