მიხეილ სარჯველაძე: ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“

მიხეილ სარჯველაძე: ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“

ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტი ამ პარტიისთვის ახალი განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა.

„გამოსცემენ მანიფესტებს, რამაც თითქოს გაერთიანების ფუნქცია უნდა შეასრულოს და ასეც არქმევენ ამას სახელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ახალი განხეთქილების ვაშლია ამ პარტიისთვის. ახლა პრაქტიკულად იმას ვადევნეთ თვალს, როგორ ღაფავს სულს „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოება სწორედ ამის შემსწრეა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრების ნაწილი დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას ითხოვს.