უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ის პოლონეთსა და აშშ-ში მივლინებაში არ გაუშვეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
პოროშენკომ მომხდარს ანტიუკრაინული დივერსია უწოდა.
„საზღვარზე ისევ აბსურდის თეატრია. მაქვს მივლინების დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს პარლამენტის თავდმჯომარე, თუმცა მესაზღვრეებმა არ გამატარეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ. ყველა ადვილად მიხვდებდა, ვინ გააუქმა პარლამენტის თავდმჯომარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი“, - წერს პოროშენკო.
პოროშენკოს თქმით, პოლონეთში ის საზღვარზე არსებული ბლოკადის მოხსნაზე სასაუბროდ მიდიოდა, ხოლო აშშ-ში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხზე გამართავდა შეხვედრებს, მათ შორის შეხვდებოდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს.