გიორგი კალანდია: ქართულმა კულტურამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი კულტურული იდენტობა ევროპასთან

გიორგი კალანდია: ქართულმა კულტურამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი კულტურული იდენტობა ევროპასთან

ევროპა იყო ჩვენი ბევრი თაობის ნატვრა და ეს ბევრი თაობის ნატვრა ასრულდა. მე მჯერა გამოთქმის, რომ „ყველა ხალხი იმსახურებს იმ მთავრობას რომელიც ჰყავს და ყველა მთავრობა აკეთებს იმას, რასაც ხალხი იმსახურებს“. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჩვენი ერის, ხალხის საუკუნოვანი ოცნება აღსრულდა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ქართულმა კულტურამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი კულტურული იდენტობა ევროპასთან და ევროპელებს დაენახათ, რამდენად დიდია მენტალური მსგავსება. ის, რომ ვატიკანში ქართული სიმღერა ჟღერდა და ეს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერილი, ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.