ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება იწყება, რომელსაც ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია ჰქვია და მოლოდინი იმის მიმართ, თუ რა როლი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, სავარაუდოდ ორად უნდა გავყოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„საპარლამენტო ოპოზიციაზე თუ ვისაუბრებთ, რომელიც ვთვლი, რომ უკვე ოპოზიცია აღარ არის და არის რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. არის მეორე ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მონაწილეობდა მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ევროკავშირი თურმე იღებს წევრად ისეთი სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს ევროპული მისწრაფებები და ამით ცდილობენ არა მხოლოდ მეორე მხარე, არამედ მთლიანად პროცესი. შეკვეთილი სტატიებით და ინტერვიუებით ისინი ცდილობენ პარალელური სამყარო, სადაც ისინი არიან გამარჯვებულები“, -აღნიშნა მაია ბითაძემ.