ირაკლი კობახიძე ყოლბაია-შამბას ონლაინ შეხვედრაზე: ვახტანგ ყოლბაია ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს

ირაკლი კობახიძე ყოლბაია-შამბას ონლაინ შეხვედრაზე: ვახტანგ ყოლბაია ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს

ეს ადამიანი [ვახტანგ ყოლბაია] ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს. ჩვენ რა პოლიტიკაც და რა პოზიციებიც გვაქვს, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ვახტანგ ყოლბაიას და სერგეი შამბას ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს [ონლაინ შეხვედრა] არის კონკრეტული ადამიანის ინიციატივა. ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა?! ეს ადამიანი [ვახტანგ ყოლბაია] ხომ არ საუბრობდა ხელისუფლების სახელით?! ბუნებრივია ვერც ისაუბრებს ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს. ჩვენ რა პოლიტიკაც და რა პოზიციებიც გვაქვს, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, მათ შორის მთავარი წითელი ხაზი არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან. ჩვენთვის მთავარი ეროვნული პრიორიტეტი არის ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაცია. ამისთვის თუ რაიმე იქნება საჭირო, გავაკეთებთ, მაგრამ წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული“, - აღნიშნა კობახიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.