ირაკლი კობახიძე: ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს - თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება იყოს პერსპექტიული თავად იმსჯელეთ

ირაკლი კობახიძე: ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს - თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება იყოს პერსპექტიული თავად იმსჯელეთ

ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს - თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება იყოს პერსპექტიული თავად იმსჯელეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმები ჩაიშალა და პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვთ.

„არის ასეთი გეგმა, რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ ორი სუბიექტი გაერთიანებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთი, ეს უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორეზე ფიქრობენ ასე - უნდა იყოს „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია, ასეთი სუბიექტები. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, რამდენად აქვს ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე პერსპექტივა. ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს - თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება იყოს პერსპექტიული თავად იმსჯელეთ. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ოპოზიცია მოღალატედ აცხადებდა და ლანძღავდა ყველანაირი უშვერი სიტყვებით, როგორ შეიძლება რაიმეს მომტანი იყოს პოლიტიკური ერთობისთვის, ამაზეც შეუძლია საზოგადოებას იმსჯელოს. ერთმანეთზე დისკრედიტებული, ერთმანეთზე ყველაფრისგან დაცლილი ადამიანებია, ვისზეც არის საუბარი, შესაბამისად, არავითარი პერსპექტივა ასეთ გაერთიანებებს არ აქვს. მთლიანობაში, ოპოზიცია არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი. მთელი კამპანია ჰქონდათ წელად-ნახევარი იმაზე აგებული, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, კანდიდატის სტატუსსაც ვიღებთ. ჩამოეშალათ ყველაფერი, თავზე აქვთ დამხობილი. ასეთ პირობებში არც პარტია „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, არც ნინო ლომჯარიას, ან ვინმე სხვას წარმატების პერსპექტივა არ აქვს. ერთადერთი, შეიძლება პარტია „ნაცმოძრაობამ“ გადალახოს 5%-იანი ბარიერი“, - აღნიშნა კობახიძემ.