ირაკლი კობახიძე: მთავრობა სამოქმედო გეგმის დოკუმენტს ევროკომისიასთან მოლაპარაკებების შემდგომ გაასაჯაროებს

ირაკლი კობახიძე: მთავრობა სამოქმედო გეგმის დოკუმენტს ევროკომისიასთან მოლაპარაკებების შემდგომ გაასაჯაროებს

მთავრობა სამოქმედო გეგმის დოკუმენტს ევროკომისიასთან მოლაპარაკებების შემდგომ გაასაჯაროებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გაგზავნილია ევროკომისიაში და მასში დასამალი არაფერია.

„არ ვიცი, შეიძლება მთავრობას აქვს ევროკომისიასთან ეს მოლაპარაკება, რომ ჯერ იყოს გავლილი გარკვეული კონსულტაციები და მერე გასაჯაროვდეს დოკუმენტი. დასამალი არაფერია ამ დოკუმენტში. ეს არის მარტივი დოკუმენტი, სადაც წერია, როგორ უნდა შესრულდეს ცხრავე პუნქტი, როგორი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, ვინ უნდა განახორციელოს და რა ვადებში. მარტივი გეგმაა, რაც არის გაგზავნილი, არაფერია დასამალი. ერთადერთი, ალბათ, მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და ამის შემდეგ გასაჯაროვდება სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა კობახიძემ.