ტეილორ სვიფტმა დაღუპული ფანის, ანა კლარა ბენევიდე მაჩანდოს ოჯახი ბრაზილიაში „ერას ტურის“ ბოლო კონცერტზე დაპატიჟა. ამის შესახებ CNN წერს.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც ტეილორი ანა კლარას ოჯახთან ერთადაა. ბენევიდეს მაჩადოს ოჯახს ანას ფოტოიანი მაისურები ეცვა და მომღერალს საკონცერტო დარბაზის კულისებში შეხვდნენ.
23 წლის ანა კლარა ბენევიდეს მაჩადო 17 ნოემბერს, რიოში ტეილორ სვიფტის კონცერტამდე, მაღალი ტემპერატურის გამო დაიღუპა. ამავე მიზეზით იმ დღეს მომღერლის შოუ გადაიდო.