დონალდ ტრამპის შესახებ ფილმს გადაიღებენ

დონალდ ტრამპის შესახებ ფილმს გადაიღებენ

41 წლის მსახიობი სებასტიან სტენი ახალ ფილმში The Apprentice ახალგაზრდა დონალდ ტრამპის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood LIfe ავრცელებს.

სტენთან ერთად ფილმში ჯერემი სტრონგი და მარია ბაკალოვა მიიღებენ მონაწილეობას. ფილმის გადაღებებები ამ კვირაში დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, The Apprentice- ში ასახული იქნება ტრამპის საქმიანობა, თუ როგორ აშენებდა 70-80-იანი წლების ნიუ-იორკში თავის ბიზნესსა და იმპერიას. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება ტრამპის ურთიერთობა როი კონთან. სწორედ კონის როლს შეასრულებს ფილმში ჯერემი სტრონგი. ხოლო მარია ბაკალოვა ტრამპის პირველი ცოლის, ივანას როლს მოირგებს.