Gucci-ს დიზაინერები გაიფიცნენ

Gucci-ს დიზაინერები გაიფიცნენ

Gucci-ს 50-მდე დიზაინერი გაიფიცა, ისინი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის რომიდან მილანში გადაყვანას აპროტესტებენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ოქტომბერში Gucci-ს მფლობელმა კომპანია Kering-მა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 219 დიზაინერიდან 153-ს შეეხებოდა, თუმცა თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს კოლექტიური დათხოვნის ტოლფასია.

ამის გამო Gucci-ს 102-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად ბრენდის დიზაინერებმა 4-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.