შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქუთაისში რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ ჯ. და ამავე ცენტრის ექიმი 1959 წელს დაბადებული დავით ა. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა დავით ა-ს პირადი ჩხრეკისას 5 ამპულა, ხოლო იასონ ჯ-ს ჩხრეკისას 7 ამპულა მორფინი ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ა-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ხოლო იასონ ჯ-ს ჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).