49 წლის ქეით მოსის და მისი ქალიშვილი, ლილას ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე ერთობლივად პირველად გამოჩნდნენ.
მოდელებს თეთრი კოსტიუმები ეცვათ: 16Arlington-ის სვიტერები და Noel Stewart-ის ქუდები.
„ახლა ბუდე დატოვა და ნიუ-იორკის შუაგულში საკუთარ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ისეთი ბავშვია, ლილას ასაკში მე რომ ვიყავი, ვგრძნობ, რომ უკვე ბევრი სიცოცხლე მქონდა გავლილი. საზღვარგარეთ წავედი, ერთი შეყვარებული მყავდა, მერე მეორე, თუმცა, ბევრი თვალსაზრისით, ლილა ბევრად უფრო მოწიფულია, ვიდრე მე ვიყავი 20 წლის ასაკში“, - აღნიშნა ქეითმა გამოცემასთან ინტერვიუში.