2023 წლის ბუკერის პრემია ირლანდიელ მწერალს, პოლ ლინჩს გადაეცა. პრესტიჟული ჯილდო მან თავისი მეხუთე რომანისთვის „წინასწარმეტყველის სიმღერა“ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.
„ამ წიგნის დაწერა მარტივი არ იყო. ჩემი რაციონალური ნაწილი მიიჩნევდა, რომ მე ჩემს კარიერას ვწირავ, თუმცა მაინც მომიხდა ამ რომანის დაწერა. ასეთ შემთხვევებში არჩევანი არ არსებობს“, - განაცხადა ავტორმა პრემიის მიღების შემდეგ.
ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში, ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის.