თიბისი ფეის აპლიკაცია რომ მარტივი და კომფორტულია, ახალი ინფორმაცია არაა. თუმცა ამჯერად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევავსოთ მობილური ბალანსი სულ რამდენიმე წამში, ზედმეტი სტრესის გარეშე.
როგორც ვიცით, მობილური ბალანსის შევსებას რამდენიმე თავისებურება ახლავს თან. მაგალითად, ხანდახან შეიძლება გვჭირდებოდეს თანხის ჩარიცხვა პირდაპირ პროვაიდერის ბალანსზე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გვსურდეს კონკრეტული პაკეტის შეძენა, მაგალითად, ინტერნეტის ყიდვა ან sms პაკეტის გააქტიურება. თიბისი ფეი საშუალებას გვაძლევს, მარტივად შევასრულოთ ორივე ტიპის დავალება 1 წუთზე ნაკლებ დროში.
როგორ შევავსოთ მობილური პაკეტი თიბისი ფეის აპლიკაციის საშუალებით?
- გადმოწერე აპლიკაცია
აპლიკაცია უფასოა როგორც iOS, ასევე Android სისტემებისთვის.
- შედი სისტემაში
გაიარე ავტორიზაცია ან მარტივი რეგისტრაცია.
- იპოვე სასურველი სერვისი
გადადი გადახდების ველში და იპოვე მობილური ბალანსის შევსება.
- აირჩიე პაკეტი
ჩარიცხე თანხა პირდაპირ მობილურის ანგარიშზე ან აირჩიე სასურველი პაკეტი ჩამონათვალიდან.
- გადახედე და დაადასტურე
გადახედე შეყვანილ ინფორმაციას და დაადასტურე გადახდა. თანხა მომენტალურად აისახება მობილურის ბალანსზე.
როგორც ხედავ, თიბისი ფეით მობილურის შევსება საკმაოდ მარტივი და ლოგიკური პროცესია, რომელსაც მართლაც თვალის დახამხამებაში შეასრულებ.