გადასახადების მართვა არც თუ ისე მარტივი და სასიამოვნო პროცესია. გვიწევს ავითვისოთ ბევრი სხვადასხვა პლატფორმა, დავიმახსოვროთ გადახდის თარიღი თუ აბონენტის ნომერი. მოკლედ, გამოწვევა ბევრია. თიბისი ფეის ვებსაიტი მორგებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე და მისი მთავარი მიზანიც ყველა ამ პროცესის გამარტივებაა.
თიბისი ფეი გვთავაზობს, დავფაროთ ნებისმიერი ტიპის გადასახადი მხოლოდ ერთ პლატფორმაზე, შევინახოთ ჩვენი მონაცემები და გამოვიყენოთ ავტომატური გადახდის ფუნქცია, რომელიც ბევრ თავსატეხს აგვარიდებს თავიდან. ამასთან, თიბისი ფეის სხვა გამორჩეული ფუნქციონალიც აქვს:
მრავალფეროვანი სერვისები
გადაიხადე ნებისმიერი ტიპის გადასახადი ერთ სივრცეში - იქნება ეს კომუნალურები, სესხის დაფარვა, პარკინგის საფასური, სახელმწიფო სერვისები, სწავლის გადასახადი, ქველმოქმედება, ტრანსპორტი თუ ბევრი სხვა.
მარტივი ნავიგაცია
თიბისი ფეის პლატფორმების გამოყენება არის მარტივი და ინტუიციური. ბრენდის მიზანია, რომ ნებისმიერი გადასახადის გადახდისას, მომხმარებელმა პროცესი დაასრულოს სწრაფად, სულ რამდენიმე წუთში.
უსაფრთხო პლატფორმები
მომხმარებლის მონაცემების დაცულობა თიბისი ფეის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ვებსაიტიცა და აპლიკაციაც იყენებს უსაფრთხოების უახლეს პარამეტრებს, რომელიც არის ნებისმიერი ტიპის მონაცემების დაცულობის 100%-იანი გარანტია.
მხარდაჭერა 24/7-ზე
თუკი გაგიჩნდათ შეკითხვა ან დახმარება გჭირდებათ, თიბისი ფეის გუნდი
მზადაა, დაგეხმაროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.