ილონ მასკმა მომღერალ გრაიმსთან 3 საერთო შვილის მეურვეობის საქმის განხილვა ტეხასის შტატში მოითხოვა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი პარტნიორი მათ ორ საერთო შვილთან - ვაჟთან ტექნო მექანიკუსთან და ქალიშვილ ეკზა დარკ საიდერილთან 2023 წელს კალიფორნიაში იმ მიზნით გადავიდა საცხოვრებლად, რომ სასამართლო პროცესი სწორედ იქ ჩატარდეს. წყვილის მეორე ვაჟი, ექს ეშ ეი-ტველვი მასკთან ერთად ტეხასში დარჩა.
ტეხასის კანონმდებლობით, 3 ბავშვზე ალიმენტების მაქსიმალური თანხა თვეში 2 760 დოლარით არის განსაზღვრული, კალიფორნიაში კი სასამართლოს ნებისმიერი თანხის დანიშვნა შეუძლია. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ სურს მასკს საქმის ტეხასში განხილვა. თუმცა, მილიარდერი აცხადებს, რომ მისი შვილების მშობლიური შტატი სწორედ ტეხასია.
მასკმა გრაიმსს სასამართლოში სექტემბერში უჩივლა და მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების ოფიციალური დადგენა მოითხოვა. რამდენიმე კვირაში ანალოგიური საპასუხო სარჩელი გრაიმსმაც შეიტანა, მაგრამ უკვე კალიფორნიაში. მანამდე მომღერალი ამბობდა, რომ მასკი მას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს.