დღეს, სამხედრო პოლიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების თანამშრომლები დააჯილდოვა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული ღირსეული საქმიანობისთვის მედლები „უმწიკვლო სამსახურისათვის“ 9 პოლიციელს გადაეცა. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა ISAF-ის მისიაში მონაწილე 5 სამხედრო პოლიციელიც დააჯილდოვა. მათ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებული სამსახურისთვის მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ მიიღეს.
იმერეთის რეგიონალური სამმართველოს სამხედრო პოლიციელს, კაპიტან ლაშა ბეროძეს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადაეცა.
დღესვე, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოების თანამშრომლებს პატრულირებისთვის Toyota-ს ფირმის ახალი ავტომობილები გადასცა.