POLITICO: ევროკავშირს სურს დაეხმაროს უკრაინას იარაღის წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაში

POLITICO: ევროკავშირს სურს დაეხმაროს უკრაინას იარაღის წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაში

ევროკავშირს სურს დაეხმაროს უკრაინას იარაღის წარმოების შესაძლებლობების გაფართოებაში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს, რომელიც ევროკავშირის დოკუმენტის პროექტს გაეცნო.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს მიმართეს, რათა შეემუშავებინა გეგმა უსაფრთხოების სხვადასხვა ვალდებულების შესახებ, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება აიღოს უკრაინის წინაშე.

"ევროკავშირი უზრუნველყოფს უკრაინისათვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების პროგნოზირებად, ეფექტურ, მდგრად და გრძელვადიან მექანიზმს", - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

ვინაიდან წევრი ქვეყნები სულ უფრო ხშირად აწვდიან იარაღს უკრაინას ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, დოკუმენტში მკაფიოდ ნათქვამია, რომ სამხედრო მხარდაჭერა უნდა დაეყრდნოს წევრ სახელმწიფოთა და ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებას.

"უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან უფრო ძლიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სარგებელს მოუტანს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებს მხარი დაუჭიროს წევრი ქვეყნებისა და უკრაინის საჭიროებებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.