ნიუ-იორკის მერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ნიუ-იორკის მერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. როგორც BBC წერს, მის წინააღმდეგ სარჩელი მერიის ყოფილმა თანამშრომელმა შეიტანა, რომლის მტკიცებით, ადამსმა ის 1993 წელს შეავიწროვა.

მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ერიკ ადამსს არ ახსოვს, როდის შეხვდა ქალს და ბრალს კატეგორიულად უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციითა, მოსარჩელე ზიანის სანაცვლოდ, 5 მილიონ დოლარს ითხოვს.