Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას საშუალებას მისცემს, 3-დღიან სამუშაო კვირამდე მივიდეს. როგორც Business Insider-ი წერს, ამის შესახებ მან Spotify-ზე გასულ ინტერვიუში ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამუშაო ადგილებს, ბილ გეითსმა თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც „ადამიანებს ამდენის მუშაობა არ მოუწევთ“.
„თუ ბოლოს და ბოლოს თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში 3 დღე მოგიწევთ მუშაობა, ეს ალბათ კარგი იქნება“, - აღნიშნა გეითსმა.