ცნობილი სამხრეთკორეული კეი-პოპ ჯგუფის Blackpink წევრებმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელების საპატიო წოდება მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯილდოები როზანა პაკს, ჯენი კიმს, ჯისუ კიმსა და ლალისა მანობანს დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ გადასცა. ეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს მოხდა. დაჯილდოების ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.
მომღერლების დაჯილდოების მიზეზი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მათი ჩართულობა გახდა. Blackpink-ის წევრები კლიმატის ცვლილების საკითხებზე სამიტზე СОР ელჩები იყვნენ და მხარს უჭერდნენ გაეროს მიზნებს მდგრადი განვითარების სფეროში.
ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერით ჩარლზ მესამეც არის ცნობილი. როგორც მონარქმა აღნიშნა, ის მომღერლებს ამ საკითხით დაინტერესების გამო პატივს სცემს.
„შემიძლია მხოლოდ აღფრთოვანება გამოვხატო იმით, რომ მათ შეუძლიათ ასეთი ყურადღება მიანიჭონ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს და ამავდროულად მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავები იყვნენ“, - განაცხადა მეფემ.
მანამდე მომღერლებმა ბუკინგემის სასახლეში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზეც დაპატიჟებს.