ვლადიმირ პუტინი: საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეჩერდეს უკრაინაში ომით გამოწვეული ტრაგედია

ვლადიმირ პუტინი: საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეჩერდეს უკრაინაში ომით გამოწვეული ტრაგედია

საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეჩერდეს უკრაინაში ომით გამოწვეული ტრაგედია, - აცხადებს ვლადიმირ პუტინი და დასძენს, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის სამიტზე ონლაინ ჩართვისას გააკეთა. სამიტის მონაწილეებმა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

„ზოგიერთმა კოლეგამ გამოსვლებში განაცხადა, რომ შოკირებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით. დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგიკულია. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.