ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ფინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 25 ნოემბრის ღამეს ამოქმედდება და ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება.

ღია დარჩება მხოლოდ ერთი პუნქტი, სადაც თავშესაფრის მაძიებლები საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ. ეს სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს.