ჩეხეთის პრეზიდენტი: ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება

ჩეხეთის პრეზიდენტი: ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება. ამის შესახებ გამოცემა České noviny წერს.

„არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ საკითხს განსაზღვრავს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ნატო რუსეთს ევროპაში ყველაზე სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რუსული აგრესია ეხება თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების.თვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს სწორი ნაბიჯია ადამიანური კუთხითაც. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ადამიანების დახოცვისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის გამო, ამიტომ მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.